დავუთოღლუ – მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად სომხეთმა ოკუპირებული მიწები უნდა გაათავისუფლოს
სომხეთმა უნდა გაათავისუფლოს ოკუპირებული აზერბაიჯანული მიწები. ამის შესახებ ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ განაცხადა. თურქეთის პრემიერის თქმით, ამის გარეშე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია. მან მოუწოდა სომხეთს, „ოკუპირებული მიწები გაათავისუფლოს, რომელიც მას არ ეკუთვნის“. დავუთოღლუმ ასევე განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით ბოლომდე იდგება. თურქეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას და სტაბილურობას ხელს შეუწყობს.