პეტერბურგში ორი პოლიციელი მანქანაში ჩაცხრილეს
ორი პოლიციელი დაიღუპა რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ქალაქის სამართალდამცველ სტრუქტურებზე დაყრდნობით იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, თავდასხმა პეტერბურგის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. „უაზის“ მარკის ავტომანქანა, რომელშიც პოლიციელები იმყოფებოდნენ, მთლიანად დაიწვა. თავდასხმის დროს ერთი პოლიციელი დაიჭრა. თვითმხილველების თქმით, „უაზის“ გარდა კიდევ ერთი მანქანა დაიწვა, რომელსაც პოლიციელების ავტომობილიდან ცეცხლი გადაედო.