GDS-ი ბერაზე გავრცელებული ინფორმაციის მართებულობას არ ადასტურებს
„Georgian Dream Studio“ ერთ-ერთი ინტერნეტპორტალის მიერ გავრცელებულ განცხადებას, გამოეხმაურა. „Georgian Dream Studio“ – ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ინტერნეტში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მომღერალმა ბერა ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს ახალი სიმღერა მიუძღვნა, სადაც მომღერალი გიორგი მარგველაშვილს უცენზურო სიტყვებით იხსენიებს.
„გვინდა, კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ chiti.ge -ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ის მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, ნუ აყვებიან გარკვეული ჯგუფის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას და ვთხოვთ, მსგავსი სახის მასალა გავრცელებამდე გადაამოწმონ პრესსამსახურში“,- აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში.