აშშ-ში ერთ-ერთმა წყვილმა „ხსნის არმიას“ 500 ათასი დოლარი შესწირა

ნახევარი მილიონი დოლარი გადასცა აშშ-ის მინესოტის შტატში ერთ-ერთმა წყვილმა შეწირულობის სახით „ხსნის არმიას“. ამის შესახებ „ფოქს ნიუსი“ იუწყება. მამაკაცმა და ქალმა, რომელთა ვინაობა უცნობია, 500- ათასდოლარიანი ჩეკი წითელ კასრში დატოვეს, სადაც შობის შეწირულობები გროვდება.
ხსნის არმიაში“ უკვე განაცხადეს, რომ ჩეკი ნამდვილია და მისი განაღდება შესაძლებელია. წყვილმა ვინაობა არ გაამხილა, მათ მხოლოდ განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი მამის მონაყოლის გამო გადადგეს, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის დროს მსახურებაზე და „ხსნის არმიის“ მოხალისეების დახმარების შესახებ უამბო. ამ შობაზე „ხსნის არმია“ შეწირულობის სახით 11, 6 მილიონი დოლარის მიღებას გეგმავს. უკვე შეგროვებულია 2,2 მილიონი დოლარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები