თბილისის ზოოპარკის „თეთრი უფლისწული“
თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციამ რამდენიმე თვის ლომის ბოკვერი გარე ვოლიერში გადაიყვანა, სადაც ზოოპარკის სტუმრებს მისი ნახვის შესაძლებლობა ექნებათ. თეთრ უფლისწულს სახელიც შეურჩიეს და ლომური სახელი შუმბა დაარქვეს. შუმბა ზიმბაბვეში მცხოვრები მეომარი ტომის, შონას ენაზე ლომს ნიშნავს. „ცოტა დაბნეულია ახალ გარემოში და დიდი თვალებით აკვირდება დამთვალიერებლებს. ამდენი სხვადასხვანაირი ადამიანი თუ არსებობდა, ვერც კი წარმოიდგენდა“, – აცხადებენ ზოოპარკის ადმინისტრაციაში.