ნატო ავღანეთში მისიას 2016 წლის ბოლომდე გააგრძელებს

ჩრდილო – ატლანტიკურმა ალიანსმა გადაწყვეტილება მიიღო 2016 წლის ბოლომდე ავღანეთში მისიის გაგრძელების შესახებ. ამის თაობაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.
„ჩვენი გადაწყვეტილებით, ავღანეთში ინსტრუქტორების და მრჩევლების მისია 2016 წლის ბოლომდე გაგრძელდება. გარდა ამისა, დავიწყებთ ავღანეთის არმიისთვის ფინანსური რესურსების მოზიდვის კამპანიას, ვინაიდან ავღანეთი 2018 წლის შემდეგ საკუთრ ჯარს დამოუკიდებლად ვერ დააფინანსებს“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
ორი თვის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ასევე განაცხადა, რომ აშშ 2016 წლის ბოლომდე ავღანეთში 9 800 სამხედრო მოსამსახურეს დატოვებს ბაგრამის, ჯალალაბადის და ყანდაარის პროვინციებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები