სოფიის აეროპორტში განგაშის გამო ევაკუაცია გამოცხადდა
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერთ-ერთი ტერმინალის გვერდით მდგარ მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. ინფორმაციას „ბი–ბი–სი“ ავრცელებს. ამის გამო ტერმინალიდან მგზავრების და მომსახურე პერსონალის ევაკუაცია მოხდა. ამჟამად გამნაღმველები ბომბის გაუვნებელყოფას ცდილობენ. სხვა ტერმინალებში მუშაობა არ შეჩერებულა.