ისრაელში ტერორისტი ავტობუსის გაჩერებაზე ადამიანებს დანით თავს დაესხა

ისრაელის ქალაქ გუშ-ეციონში ტერორისტული აქტი მოხდა. დანით შეიარაღებულმა პალესტინელმა ავტობუსის გაჩერებაზე მყოფ ებრაელებზე თავდასხმა სცადა. უშიშროების ძალებმა ტერორისტს ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს. სროლის შედეგად დაიჭრა ერთი ებრაელი, რომელიც ტერორისტთან ახლოს იმყოფებოდა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაახლოებით იმავე დროს თავდასხმა მოხდა იერუსალიმში, სადაც ტერორისტმა 25 წლის მამაკაცი დანით დაჭრა.
ბოლო დროს ისრაელში ებრაელებზე დანით შეიარაღებული პალესტინელების თავდასხმები რეგულარულად ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები