ობამამ და ერდოღანმა რუსეთსა და თურქეთს შორის დაძაბულობის საკითხი განიხილეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და თურქეთის ლიდერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოსკოვსა და ანკარას შორის არსებული დაძაბულობა და ამ მდგომარეობიდან გამოსვლის გზები განიხილეს. ამის შესახებ ბარაკ ობამამ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ განიხილებოდა თურქეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობის დეესკალაციისთვის ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის და პრობლემების მოსაგვარებლად დიპლომატიური გზების მოძებნის შესაძლებლობა. ასევე ობამამ განაცხადა, რომ აშშ პატივს სცემს თურქეთის ტერიტორიულ მთლიანობას და მისი საზღვრის და საჰაერო სივრცის დაცვის უფლებას. დღესვე თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარას სურს მოსკოვთან ურთიერთობებში დაძაბულობის მოხსნა, რომელიც რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ გაჩნდა.