რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ ეგვიპტიდან რუსეთის მოქალაქეების ბარგის გატანა დაასრულა

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ ეგვიპტიდან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ბარგის გატანა დაასრულა. ეს იმ ტურისტების ბარგია, რომლებიც მანამდე არაბული რესპუბლიკიდან მხოლოდ ხელბარგით გამოემგზავრნენ.
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, მთლიანად ეგვიპტესა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტიდან 800 ტონა ტვირთი, ძირითადად, ტურისტების ბარგია წაღებული. ამ ოპერაციაში საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და ავიაკომპანია „ვოლგა–დნეპრის“ თვითმფრინავები მონაწილეობენ. ეგვიპტიდან რუსეთის მოქალაქეების ევაკუაციის გამოცხადებიდან სახლში ათიათასობით ადამიანი დაბრუნდა. როგორც რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, ეგვიპტიდან რუსეთის მოქალაქეების გამოყვანამ შეიძლება კიდევ ორი კვირა გასტანოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები