რუსეთი სირიაში მეორე ავიაბაზის გახსნას აპირებს
რუსეთი სირიაში მეორე საავიციო ბაზის გახსნასაც აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუვეითური გამოცემა Al-Rai ავრცელებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, რუსული ავიაცია შაირათის აეროდრომზე, ქალაქ ჰომსიდან 35 კილომეტრში განთავსდება. ამის შემდეგ რუსული დაჯგუფების რაოდენობა 100 თვითმფრინავამდე გაიზრდება. ასევე ამ რაიონში დაცვის ძალებიც იქნება განთავსებული.
როგორც რუსული გამოცემა „ლენტა.რუ“ იუწყება, შაირათის ბაზის გამოყენება სირიის სამხრეთ და აღმოსავლეთ რაიონებში შეტევის განვითარებისთვის არის აუცილებელი. ისრაელის ძალოვან უწყებებთან დაახლოებული წყაროები იუწყებიან, რომ ამჟამად შაირათის ბაზაზე აეროდრომის მომზადების სამუშაოები მიმდინარეობს. აეროდრომის სიახლოვეს რუსეთის სამხედრო–სატრანსპორტო ავიაციის, მათ შორის „ან–124“–ის ტიპის თვითმფრინავების აქტივობაა დაფიქსირებულია.