პანტომიმის სახელმწიფო თეატრს ახალი შენობა ექნება

ხვალ, 13:00 საათზე პანტომიმის თეატრის ფოიეში, თეატრის  შენობის  ესკიზის პრეზენტაცია გაიმართება.
ამირან შალიკაშვილის  სახელობის პანტომიმის სახელმწიფო თეატრი 50 წლის წინ დაარსდა საქართველოში. თავდაპირველად იგი  მუშტაიდის ბაღში  გაიხსნა,  შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა სადაც დღემდე ფუნქციონირებს.
დღეს თეატრის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, მისი რეკონსტრუქცია  კი თითქმის შეუძლებელი. აქედან გამომდინარე პანტომიმის თეატრის  დამფუძნებლისა  თბილისის მერიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, მისი შენობა 9 აპრილის ბაღში გადაინაცვლებს. პროექტი,  თეატრის  შენობის  ესკიზის   წარდგენით  დაიწყება, რომელსაც ხვალ საზეიმოდ გამოფენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები