„თურქეთის ავიახაზების“ თვითმფრინავი ნიურნბერგში ავარიულად დაჯდა
ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზების“ თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი – ფრანკფურტის მიმართულებით რეისს ასრულებდა, ავარიულად დაფრინდა ქალაქ ნიურნბერგის აეროპორტში. პილოტებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათ კაბინაში მობილური ტელეფონი იპოვეს. დაფრენის შემდეგ მგზავრები აეროპორტის ტერმინალში გადაიყვანეს, ხოლო კაბინაში ნაპოვნი ტელეფონი და თვითმფრინავის სალონი შესაბამისმა სამსახურებმა შეამოწმეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.