ისრაელის სასამართლომ პალესტინელის მკვლელობაში ორი ებრაელი მოზარდი დამნაშავედ ცნო
ისრელის სასამართლომ პალესტინელი მოზარდის მკვლელობაში ორი ებრაელი დღეს დამნაშავედ ცნო. მკვლელობა 2014 წელს იერუსალიმში მოხდა. მკვლელობის ჩადენის დროს ებრაელები არასრულწლოვნები იყვნენ. მესამე ბრალდებულის განაჩენი ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ იქნება გამოტანილი. ამ ახალგაზრდის ადვოკატები საუბრობენ, რომ ის ფსიქიკურად დაავადებულია.
ბრალდების მხარის ინფორმაციით, სამივემ აღიარა, რომ გაიტაცეს, სცემეს და შემდეგ ცოცხლად დაწვეს 16 წლის მოჰამად აბუ ჰუდაირი. ეს ფაქტი 2014 წლის 2 ივლისს მოხდა. ებრაელების თქმით, ეს „ჰამასის“ „ბოევიკების“ მიერ სამი ებრალის მკვლელობის გამო შურისძიება იყო.
პალესტინელი ახალგაზრდის მკვლელობას 2014 წლის ზაფხულში ებრაელებს და პალესტინელებს შორის ღაზას სექტორში სამხედრო დაპირისპირება მოჰყვა.