7 წლის ბუკა ნიკურაძე დღეს დილით გარდაიცვალა
7 წლის ბუკა ნიკურაძე, რომელსაც ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, დღეს დილით გარდაიცვალა. პატარა თავდაპირველად მკურნალობას იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადიოდა. შემდეგ კი მკურნალობა რამდენიმე თვის განმავლობაში თურქეთში განაგრძო. მისი მკურნალობა “საქართველოს სოლიდარობის ფონდმა” დააფინანსა.
თურქეთიდან ჩამოსვლის შემდეგ მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და ვინც მის ხელახალ მკურნალობაზე თანხმობა განაცხადა, თემქის მე-5 საავადმყოფო იყო. 7 წლის ბუკა ნიკურაძე აღნიშნულ საავადმყოფოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე დაახლოებით 2 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. მას უფროსი ძმა ჰყავს.