რუსეთის სპორტის მინისტრი ანტიდოპინგური კომიტეტის დაშლას გამორიცხავს

რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ გამორიცხა რუსეთის ანტიდოპინგური კომიტეტის დაშლის შესაძლებლობა. ამის შესახებ „ბი–ბი–სი“ იუწყება. დოპინგის სკანდალის გამო რუსი სპორტსმენები შეიძლება 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე არ დაუშვან.
„ჩვენ დავიწყეთ მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოსთან მუშაობა. რაც შეეხება რუსეთის სააგენტოს, ის, როგორც ორგანიზაცია, უდავოდ შენარჩუნდება“, – განაცხადა მუტკომ.
რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ამ ორგანიზაციის წესდებისადმი რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოს შეუსაბამობის შესახებ. რუსული სააგენტოს გარდა, ამ სტანდარტებს უკრაინის, ბოლივიის, არგენტინის, ისრაელის და ანდორის ლაბორატორიები არ შეესაბამება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები