ოთარ დანელია ნატანებში ციტრუსის გადამამუშავებელ საწარმოს ეწვია

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან, გია სალუქვაძესთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ,,ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანიაში“ იმყოფებოდა და ციტრუსის მიღების პროცესს ადგილზე გაეცნო.
საწარმოში ციტრუსის ჩაბარება-რეალიზაცია აქტიურად მიმდინარეობს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ,,ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანია“ 2013 წლის ბოლოს გაიხსნა. კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 600,000 აშშ დოლარის სესხი აიღო. საწარმოში ციტრუსის გადამამუშავებელ-დამხარისხებელი ხაზები და პროდუქციის შესანახი მაცივარ – საწყობი მოეწყო. მიმდინარე წელს საწარმოს პლასტმასის ყუთების წარმოების ახალი ხაზი დაემატა. საწარმოში ჯამში 1 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
,,გურიის რეგიონში საკმაოდ გამართულად მიმდინარეობს მანდარინის ჩაბარების პროცესი. აღსანიშნავია, რომ ციტრუსის დამუშავება უმაღლესი ტექნოლოგიებით ხორციელდება და უკვე ევროპული სტანდარტის პროდუქცია გადის საქართველოდან“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.
ცნობისთვის: ,,ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანია“ მიმდინარე სეზონზე 3-4 ათასი ტონა ციტრუსის გადამუშავებას და ექსპორტს გეგმავს. საწარმოში დასაქმებულია 200-მდე ადგილობრივი მცხოვრები. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე და დსთ-ს ქვეყნებში ხდება. ,,ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანიაში“ ციტრუსის მიღება-გადამუშავების პროცესს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები