სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური სამების საკათედრო ტაძარსა და საპატრიარქოს ბობოყვათის რეზიდენციასაც დაიცავს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს საპატრიარქოს გარდა, სამების საკათედრო ტაძარსა და საპატრიარქოს ბობოყვათის რეზიდენციასაც დაიცავს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესაბამისი განკარგულება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
27 ნოემბრით დათარიღებული განკარგულების მიხედვით, მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №427 განკარგულებით დამტკიცებულ “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვის ობიექტთა ნუსხაში” (დანართი №2) ცვლილება განხორციელდება, რომლის “ვ” ქვეპუნქტში, საქართველოს საპატრიარქოს, წმინდა სამების საკათედრო ტაძარი და საპატრიარქოს ბობოყვათის რეზიდენცია დაემატება. “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვის ობიექტთა ნუსხის” (დანართი #2) “ვ” ქვეპუნქტის მოქმედი რედაქციით, სდსს-ს მიერ დასაცავი ობიექტი მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები