შსს-ს თბილისის N117 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტ „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა პირველ სამმართველოს თბილისის N117 საჯარო სკოლის უფროსკლასელები ეწვივნენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა დღის განრიგი გააცნეს, მათი საცხოვრებელი შენობები, სასწავლო ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, ბიბლიოთეკა და საწვრთნელი მოედანი დაათვალიერებინეს.
მოზარდები წვევამდელთა თეორიული, სამწყობრო მეცადინეობის და პრაქტიკული წვრთნების პროცესს გაეცნენ: ბარიერების გადალახვას, კედელზე დაშვებას, საბრძოლო ილეთებს და ტირში სროლას.
მოსწავლეებისთვის სამმართველოს ბაზაზე არსებული აღჭურვილობის, ჯავშანტექნიკისა და სხვადასხვა სახეობის იარაღის გამოფენა მოეწყო. შეხვედრა ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მოზარდების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს. სამინისტრო აგრძელებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიას, რომლის მიზანია მოზარდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. ამ მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობენ როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები