თეა წულუკიანი: ძალიან ვწუხვარ, რომ ირაკლი ალასანიას სისულელეში გვერდით არ დავუდექი

ძალიან ვწუხვარ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მე ირაკლი ალასანიას, როგორც პარტიის წევრი სისულელეში გვერდით არ დავუდექი, – ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებას.
მინისტრის თქმით, ალასანია ამომრჩევლებს ღირებულებებზე უნდა ესაუბროს და არა რომელიმე ერთ მინისტრს.
“რაც შეეხება ირაკლი ალასანიას განცხადებას, ძალიან ვწუხვარ, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მე მას, როგორც პარტიის წევრი, სისულელეში გვერდით არ დავუდექი, მან მიმაკუთვნა ქართველების იმ ჯგუფს, რომლებსაც ის უხარისხო ქართველებს ეძახის. ეს მისთვისაც ალბათ სამწუხარო უნდა იყოს, თუ კარგად დაფიქრდება. ჩვენ კი, ქართული საზოგადოება არ ვიყოფით ხარისხიანებად და უხარისხოებად. ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნის პროგრესისთვის, ვატარებთ ძალიან რთულ და მტკივნეულ რეფორმებს საზოგადოებასთან ერთად”, – განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ თეა წულუკიანი სიყალბისა და ფარსის ნაწილი გახდა. ალასანია მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის დამტკიცების საკითხზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკური დაკვეთის შესრულების სანაცვლოდ დააწინაურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები