პარიზში უპრეცედენტო კლიმატური სამიტი იწყება

პარიზში დღეს იწყება გაეროს 21-ე კონფერენცია კლიმატური ცვლილებების საკითხზე. სამიტი ერთი დღით ადრე იწყება, რათა შეხვედრის მონაწილეებს შესაბამისი დოკუმენტების განსახილველად მეტი დრო ჰქონდეთ.
საფრანგეთის დედაქალაქში 195 ქვეყნის წარმომადგენელი ჩადის. მათ შორის არიან აშშ-ის, ჩინეთის, რუსეთის, ინდოეთის და სხვა ქვეყნების ლიდერები. ასევე სამიტში მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი. საერთო ჯამში, პარიზში 40 ათასი დელეგატი ჩავა.
პარიზში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტების შემდეგ კლიმატური სამიტის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, მაგრამ საფრანგეთის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ლე ბურჟეს საგამოფენო ცენტრში უსაფრთხოების ასპროცენტიანი გარანტიები არსებობს. ამის გამო გაუქმდა ზოგიერთი საზეიმო ღონისძიება. ასევე სამიტის დღეებში პარიზში ყველა სახის მიტინგი და დემონსტრაციაა აკრძალული. ეს შეზღუდვა 11 დეკემბრამდე, ანუ სამიტის დასრულებამდე იმოქმედებს. კონფერენციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ათასობით პოლიციელი, ჟანდარმი და სამხედროა მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები