გვატემალის ციხეში ბუნტის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა გვატემელაში, ციხეში ბუნტის შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ავტომატებით შეიარაღებული პატიმრები დაცვის თანამშრომლებს თავს დაესხნენ. ციხეზე კონტროლის დასაბრუნებლად ხელისუფლებამ პოლიცია და სამხედრო ქვედანაყოფები აამოქმედა. ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია. ეს ციხე გვატემალის დედაქალაქიდან 95 კილომეტრში მდებარეობს. „როიტერის“ ინფორმაციით, მასში 3 ათასზე მეტი პატიმარი იმყოფება, თუმცა ის 600 ადგილზეა გათვლილი.