გარდაბნის გამგებელი გარსევან ნიორაძე გარდაიცვალა

გარდაბნის რაიონის გამგებელი გარსევან ნიორაძე, გუშინ დილით თბილისში, საკუთარ სახლში 55 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა, – გამგებლის გარდაცვალების ფაქტი „კვირას“ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დაუდასტურეს.
გარსევან ნიორაძე 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამგებლის პოზიციაზე კოალიცია “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დღემდე გარდაბნის გამგებლის თანამდებობას იკავებდა.
გარსევან ნიორაძე თბილისში, 1960 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. სწავლობდა თბილისის მე-5 საშუალო სკოლაში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინერ-მექანიკოსის ფაკულტეტი, მოგვიანებით კი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში დაეუფლა სამართალმცოდნეობას. 1983 წელს მუშაობა დაიწყო რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ინჟინრად, 1990 წელს კი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორის მოადგილედ გადაიყვანეს. 1991 წლიდან დაინიშნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის პრეფექტის მოადგილედ. რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა თბილისში და მუშაობა განაგრძო ვაჭრობისა და საგარეო ურთიერთობების სამინისტროში მინისტრის მოადგილედ. 2000 წელს დაიცვა დისერტაცია და გახდა ტექნიკურ-მეცნიერებათა დოქტორი, რის შემდეგაც აქტიურად ჩაერთო სამეცნიერო საქმიანობაში. გარსევან ნიორაძე ასევე გახლავთ საბჭოთა და ევროპის ჩემპიონი ჭიდაობაში. დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები