„სპეციალისტები გარდაცვლილების ფოტოების ავთენტურობას დაადგენენ“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ინტერნეტით გავრცელებული ფოტოების ავთენტურობას დაადგენენ.
“მე ამ საქმის სპეციალისტი არ გახლავართ, რომ შევაფასო, ავთენტურია თუ არა ფოტოები. თუმცა, ვფიქრობ, რომ არსებობენ ამის სპეციალისტები და ისინი ყველა საკითხს გასცემენ პასუხს”, – განაცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრების კადრები გავრცელდა. კადრების ნაწილი ბინაში, ხოლო ნაწილი პროზექტურაშია გადაღებული. გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღინიშნებათ. ვიდეო იუთუბიზე ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული.