პოლიციამ ქრთამის მიცემისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მიცემისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1986 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ს.გ.-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „დარიალი“-ს გადაკვეთისას, სავალდებულო საზღვრის კონტროლის გავლის დროს, წამოადგინა გაყალბებული დოკუმენტები და მესაზღვრე-კონტროლიორს ქრთამის სახით თანხა შესთავაზა. სამართალდამცველებმა ქრთამის მიცემისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე, ს.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები