ევროკავშირი თურქეთს ლტოლვილების პრობლემის მოსაგვარებლად 3 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი თურქეთს სირიელი ლტოლვილების პრობლემის მოსაგვარებლად სამ მილიარდ ევროს გამოუყოფს. თურქეთის პრემიერ–მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ ამ შეთანხმებას ანკარასა და ევროკავშირს შორის „ახალი ურთიერთობების“ დაწყება უწოდა. ბრიუსელში ამ თანხების ხარჯვის მკაცრად გაკონტროლებას აპირებენ.
ევროკავშირის ლიდერებმა უკვე გამართეს ბრიუსელში შეხვედრა თურქეთის პრემიერ–მინისტრ აჰმედ დავუთოღლუსთან.
დოკუმენტზე მუშაობა ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ევროკავშირს სურს თურქეთისგან გარანტიები მიიღოს, რომ მისი ტერიტორიიდან ევროპაში ლტოლვილები აღარ გადავლენ. ეს ფული თურქეთში მყოფი სირიელი ლტოლვილების ცხოვრების დონის ამაღლებას უნდა მოხმარდეს, რათა მათ ამ ქვეყანაში დარჩენა გადაწყვიტონ და ევროპაში საბერძნეთის კუნძულების გავლით შეღწევაზე უარი თქვან.
გარდა ამისა, შეთანხმების შემდეგ შესაძლებელი გახდება ევროკავშირში თურქეთის შესაძლო გაწევრიანებაზე მოლაპარაკების განახლება, რომელიც რამდენიმე წელია შეწყვეტილია. საუბარია ასევე შენგენის ზონის ქვეყნებში თურქეთის მოქლაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებაზეც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები