თეიმურაზ მურღულია ევროკავშირის ექსპერტებს შეხვდა

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ევროკავშირის ექსპერტებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია შეხვდა.

ვიზიტის ფარგელბში ექსპერტები საქართველოში კატასტროფების რისკების მართვის კუთხით არსებულ სიტუაციას შეისწავლიან, რის შემდეგაც შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებენ. ასევე მოხდება რისკების შეფასების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, ანთროპოგენური და ბუნებრივი კატასტროფების რისკების შეფასება.

ევროკავშირის ექსპერტები გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ადრეული შეტყობინების სისტემებთან დაკავშირებულ ლაბორატორიულ კვლევებს გაეცნენ.

დელეგაციის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის – 112-ის მუშაობას ადგილზე გაეცნობიან.

შესაბამის რეკომენდაციებს ევროკავშირის ექსპერტები მომავალი წლის აპრილის თვეში წარმოადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები