მოსკოვში რეჟისორი ელდარ რიაზანოვი გარდაიცვალა
მოსკოვის ერთ–ერთ კლინიკაში წუხელ ღამით რუსეთისა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, კინორეჟისორი ელდარ რიაზანოვი გარდაიცვალა. 88 წლის რიაზანოვი საავადმყოფოში 21 ნოემბერს გადაიყვანეს. გუშინ კი ის ხელოვნური სუნთქვის აპარატთან მიაერთეს. რიაზანოვს ფილტვებისა და გულის უკმარისობის პრობლემა ჰქონდა.
სარეჟისორო საქმიანობის გარდა, რიაზანოვი იყო ასევე სცენარისტი, მსახიობი და პროდიუსერი. მან 30-ზე მეტი ფილმი გადაიღო, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი კინოსურათებია: „გეშინოდეს ავტომობილის“, „ბედის ირონია“, „სასტიკი რომანსი“. რიაზანოვის ოჯახის ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდის ადგილი ჯერჯერობით დადგენილი არ არის, შესაძლოა, ეს კინოკლუბი „ელდარი“იყოს.