რუსეთში ვერტმფრენის ავარიული დაჯდომის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა

ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე ვერტმფრენის ავარიული დაჯდომის დროს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავებულები ქალაქ ელიზოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ინფორმაციის მიხედვით, ვერტმფრენი „მი–2“ საცხოვრებელ სახლებთან სპორტულ მოედანზე ჩამოვარდა. მოსახლეობას შორის დაშავებულები არ არიან. ავარიის ძირითად ვერსიად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება. დაღუპული ტურისტული ფირმა „პურგას“ თანამშრომელი პაველ პუტინცევია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები