პარიზში 100–ზე მეტი ადამიანია დაკავებული

პარიზში გარემოს დამცველების საპროტესტო აქციის 100–ზე მეტი მონაწილეა დაკავებული. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. პოლიციის ეს ქმედებები 13 ნოემბრის ტერაქტების შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ განაპირობა და ნებისმიერი დემონსტრაციის ჩატარება აკრძალულია. პარიზისა და საფრანგეთის სხვა ქალაქების საპროტესტო აქციები გაეროს კლიმატურ სამიტთან დაკავშირებით ჩატარდა. თავდაპირველად პარიზში აქცია მშვიდად მიმდინარეობდა, მაგრამ ის კონტროლიდან მაშინ გამოვიდა, როდესაც ყველაზე აქტიურმა დემონსტრანტებმა რესპუბლიკის მოედნისკენ წასვლა გადაწყვიტეს. ამ დროს მოედანზე პოლიციის კონტოლის ქვეშ მეორე აქცია მიმდინარეობდა. პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციას ჯოხები და სხვა ნივთები დაუშინეს. ამის საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და მომიტინგეები დაშალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები