პოლიციამ პარიზში რესპუბლიკის მოედანი დაიკავა
პარიზში შეტაკებები აღარ მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა რესპუბლიკის მოედანი აქციის მონაწილეებისგან სრულად გაათავისუფლეს.
მანამდე კი, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციელებს ქვებს ესროდნენ. ვითარების განსამუხტად პოლიციამ რამდენჯერმე გაუშვა ცრემლსადენი გაზი.
აქცია პარიზში არასანქცირებული იყო, რადგან საგანგებო რეჟიმი ტერაქტების შემდეგ ამ დრომდე არ მოხსნილა, შესაბამისად, აკრძალულია მანიფესტაციები.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნდა მისულიყო, თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილი, რესპუბლიკის მოედანზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ მისულა.