პარიზში მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
პარიზში სამართალდამცველები გარემოსდამცველების არასანქცირებული მიტინგის დაშლას ცდილობენ.
აქციის მონაწილეები პოლიციას ფეხსაცმელებს, ქვებს და ბოთლებს ესვრიან. პოლიცია მათ წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებს.
აქტივისტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც კლიმატის ცვლილებების ფორუმის პარალელურად, ქალაქში დემონსტრაციები აიკრძალა.
აქციის მონაწილეებს სურთ კლიმატის სამიტში მონაწილეობა მიიღონ და თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ.