დაღესტანში ISIS-ის სამი ტერორისტი მოკლეს
დაღესტანში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა სამი ტერორისტი მოკლეს, რომლებსაც “ისლამურ სახელმწიფოსთან” ჰქონდათ კავშირი.
ძალოვანების ცნობით, ერთ-ერთი ლიკვიდირებული სირიიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, სადაც ISIS-ის მხარეს იბრძოდა.
ოპერაცია მთიან ხეობაში, ტყის მასივში ჩატარდა. სამართალდამცველებმა მათ სამალავს მიაკვლიეს და ალყაში მოაქციეს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, მებრძოლებმა უარი თქვეს იარაღის დაყრაზე და ცეცხლი გახსნეს. საპასუხო სროლის შედეგად სამართალდამცველებმა სამივე მათგანი მოკლეს, ადგილზე კი, დიდი რაოდენობით იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს.