მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს დღეს ახალ ლუსკუმაში გადააბრძანებენ
ბერი გაბრიელის წმინდა ნაწილებს დღეს ახალ ლუსკუმაში გადააბრძანებენ. სარკოფაგი ირანიდან ჩამოტანილი ონიქსის ქვისგან არის დამზადებული და მასზე მოქანდაკე ჯონდო აფრიდონიძის ჯგუფი მუშაობდა, ქვის კამარაზე კი, მოქანდაკე პაატა გიგაურის ჯგუფი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე წირვას სამთავროს დედათა მონასტერში აღავლენს. როგორც სასულიერო პირები აცხადებენ, სარკოფაგი მამა გაბრიელის საბოლოო განსასვენებელი იქნება.
2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა და მას წმინდა გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი ეწოდა.
მამა გაბრიელის ხსენების წელიწადში ორჯერ არის. 2 ნოემბერს მისი აღსრულების დღეა და 20 თებერვალს წმინდა მამა გაბრიელის ნაწილების საფლავიდან ამოყვანების დღეს.