სამების ახალგაზრდულ ცენტრში ქუთაისის შშმპ ასოციაციის წევრთა ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში 28-29 ნოემბერს 12:00-დან 20:00 საათის ჩათვლით ქუთაისის შეზღუდული შესაძებლობების მქონე პირთა ახალგაზრდული საქველმოქმედო ასოციაციის “მოწყალება“ წევრთა ხელთნაკეთი ნივთების (ნაქარგები, ხატები, ჯვრები, ნაქსოვები, აქსექსუარები) გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
“გამოფენილი ნამუშევრები თვალთნათელი მაგალითი იქნება საზოგადოებისათვის, რომ შეზღუდული შესაძებლობა კი არ არსებობს, არამედ არსებობს შეზღუდული გარემო, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. თუ სათანადო ხელშეწყობა გვექნება, ჩვენც შევძლებთ საკუთარი თავის რეალიზებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი გამოფენა-გაყიდვა”, – აცხადებენ შშმ პირთა ახალგაზრდული საქველმოქმედო ასოციაცია “მოწყალების” წევრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები