თინათინ ხიდაშელის გერმანიაში ვიზიტით გერმანული მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ

თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის გერმანიაში ვიზიტით გერმანული მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ. თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტებს ფედერალური პრესკონფერენციის სახლში შეხვდა. შეხვედრას გერმანულენოვანი პრესის და თავისუფალი ჟურნალისტები დაესწრნენ, რომლებიც სხვადასხვა გაზეთებსა და ინტერნეტგამოცემებში აქვეყნებენ სტატიებს, მათ შორის ისეთ მედიასაშუალებებში, როგორიცაა Deutsche Welle, Berlin Insiders, Austria Presse Agentur და სხვა.

ჟურნალისტები ძირითადად რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობით და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესით დაინტერესდნენ. მათი კითხვები ასევე ეხებოდა საქართველოს მონაწილეობას ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციაში, სადაც ქართველი სამხედროები გერმანულ ქვედანაყოფთან ერთად ასრულებენ მისიას. პრესკონფერენციის სახლში შეხვედრამდე თავდაცვის მინისტრმა ინტერვიუ მისცა ჟურნალისტ სილვია სტოიბერს, რომელიც სტატიებს Tagespiegel-სა და Neue Zuricher Zeitung-ში აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები