გიორგი შუხოშვილმა ავსტრიული კომპანიის “ბერნარდ ენჟინერსის” წარმომადგენლები მიიღო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას” ავსტრიული კომპანიის “ბერნარდ ენჟინერსის” (BERNARD Engineers) წარმომადგენლები ეწვივნენ.
უწყების ინფორმაციით, სტუმრებს კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა, სხვა თანამშრომლებთან ერთად, უმასპინძლა.
“შეხვედრაზე მხარეებმა შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიის” გეგმებსა და ავსტრიული კომპანიის “ბერნარდ ენჟინერსის” გამოცდილებასა და მათ მიერ უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. ასევე, შეხვედრაზე განხილული იყო ურთიერთთანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება”, – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე განმარტებით, ავსტრიულმა კომპანიამ “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან” თანამშრომლობის ინტერესი გამოხატა ნარჩენების მართვის სფეროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები