რუსეთმა თურქეთის პროდუქციაზე კონტროლი გაამკაცრა

რუსეთის მთავრობამ „როსსელხოზნადზორს“ თურქეთიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების გაძლიერებულ კონტროლზე აყვანა დაავალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
გარდა ამისა, ამ უწყებას საზღვარზე და თავად თურქეთში პროდუქციის გამოშვების ადგილზე დამატებითი შემოწმება დაევალა. კონტროლის გაძლიერების მიზეზად პროდუქციის ხარისხის რუსული ნორმების დარღვევა სახელდება. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის პრდუქციის 15 % რუსულ სტანდარტებს არ შეესაბამება.
რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა 24 ნოემბერს მომხდარი ინციდენტის შემდეგ გართულდა, როდესაც თურქეთმა რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო, რომელმაც მისი საჰაერო სივრცე დაარღვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები