გუგული მაღრაძე „ნაციონალებს“ ურჩევს, სიგარეტის მოწევას თავი დაანებონ

მმართველი კოალიცია სიგარეტზე აქციზის გაზრდას კარგ ინიციატივას უწოდებს და მხარს უჭერს. პარლამენტში ამ საკითხზე დებატები გაიმართა. როგორც დეპუტატმა გუგული მაღრაძემ განაცხადა, თამბაქოსთან ბრძოლის კამპანია აქციზის გაზრდით დაიწყო ყველა ევროპულმა ქვეყანამ. გუგული მაღრაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსაც ურჩევს, ნაკლები მოსწიონ.
„მთელ მსოფლიოში ყველა ნორმალურმა სახელმწიფომ თამბაქოსთან ბრძოლის კამპანია დაიწყო აქციზის მატებით და ჩვენ მივყვებით იმ გზას, რაც გაიარა ყველა ნორმალურმა და ევროპულმა სახელმწიფომ. ის, რომ ვიღაცას გაუძვირდება და ვერ იყიდის სიგარეტს, ძალიანაც კარგი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“,რომელიც ინტენსიურად ეწევა პარლამენტში, გვერდით ოთახში, მანაც უნდა დაანებოს თავი მოწევას”, – აცხადებს გუგული მაღრაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები