ბიზნესომბუდსმენი საპოლიციო გამოსახლების საკითხზე პროცედურების ვადის განსაზღვრას ითხოვს

„ე.წ. საპოლიციო გამოსახლებასთან დაკავშირებით პროცედურები იყოს განსაზღვრული ვადებში, რომ ბიზნესის ფუნქციონირებას ხელი არ შეუშალოს“, – ამის შესახებ ეკონომიკური საბჭოს მდივანმა, ბიზნესომბუდსმენმა გიორგი გახარიამ სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ განაცხადა.

ღონისძიება, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველოს ბიზნესასოციაციის ორგანიზებით გაიმართა, სადაც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.

„ვთვლი, რომ თემა, მართლაც, ძალზედ მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ თემებში სასამართლო პროცედურების ჩართვა. ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი პოზიცია ასეთია – ეს პროცედურები უნდა იყოს განსაზღვრულ ვადებში, რომ ხელი არ შეუშალოს ბიზნესის ფუნქციონირებას. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ასეთი, რომ სამართლებრივ სასამართლოში გადაწყვეტილი, რა თქმა უნდა, არის ყოველთვის მაღალი, ვიდრე საპოლიციო გამოსახლება. მაგრამ რამდენად მზად არის დღეს ჩვენი აღსრულების მექანიზმები, რომ სწრაფად და ეფექტურად აღასრულონ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მათ ჰქონდათ მსჯელობა პარლამენტთან. „დაგვპირდნენ, რომ ბიზნესინტერესები გათვალისწინებული იქნებოდა. ვფიქრობ, რომ კონსენსუსი, რომელსაც მივაღწევთ უახლოეს პერიოდში, საჯაროდ ცნობილი გახდება“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები