დავით ნარმანია: პრემიები იმაზე მცირე იქნება, ვიდრე ეს ჩვენი წინამორბედების დროს იყო

„პრემიები იმაზე მცირე იქნება, ვიდრე ეს ჩვენი წინამორბედების დროს იყო”, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, გამგეობებში კვლევა ჩატარდა და გამგეობების სტრუქტურის მოდერნიზაცია მოხდა, რაც, მისი თქმით, შრომის ანაზღაურების ნაწილში გარკვეულ ცვლილებებს იწვევს.
„თუმცა აქ კონკრეტულად ხელფასების მომატებაზე საუბარი არ არის. არ იზრდება კონკრეტული ადამიანების შრომის ანაზღაურება. გამგეობების სტრუქტურის ცვლილება მოხდა, აქედან გამომდინარე, გამგეობების ფუნქციები იზრდება და სტრუქტურული ერთეულები ემატება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები