პროკურორებმა არასათანადო მოპყრობის ფაქტების სწორი კვალიფიკაციის თემაზე ტრენინგი გაიარეს

პროკურორებისთვის, პროკურატურის სისტემის გამომძიებლებისა და მოსამართლეებისთვის არასათანადო მოპყრობის ფაქტების სწორი კვალიფიკაციის თემაზე ერთობლივი ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგი ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ და ევროპის საბჭოს პროექტის – „მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში“ მხარდაჭერით განხორციელდა.

ტრენინგის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით, განხილული იყო წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ძირითადი ელემენტები.

ტრენინგი ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა და, თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკულ დავალებებსაც მოიცავდა.

მომხსენებლად მოწვეული იყო ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ექსპერტი, პროფესორი ჯერემი მაკბრაიდი, რომელმაც, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს ვალდებულებაზე – უზრუნველყოს არასათანადო მოპყრობის ფაქტების სწორი კვალიფიკაცია.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვა, საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება ინტენსიურად ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები