ირაკლი ღარიბაშვილი ედგარს რინკევიჩსს შეხვდა

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს ედგარს რინკევიჩსს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ საკითხებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს. ასევე საქართველოს ევროპული დღის წესრიგის საკითხები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული შედეგები განიხილეს.
საუბარი შეეხო შედეგებს და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობას.
მხარეებმა განიხილეს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიმდინარეობა და იმედი გამოთქვეს, რომ 15 დეკემბერს, ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, საქართველო ბრიუსელიდან ევროკომისიის დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს და მსოფლიოს წინაშე მდგარ ახალ გამოწვევებს. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ედგარს რინკევიჩსს, ლატვიის მხრიდან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები