თურქეთში ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის დაღუპული პილოტის კადრები გავრცელდა (ვიდეო)
ინტერნეტში ვიდეოკადრები გავრცელდა, რომელზეც გადაღებულია თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ დღეს ჩამოგდებული რუსული „სუ-24“ -ის პილოტი. კადრებზე ჩანს, რომ პილოტი დაიღუპა და ის სირიის ტერიტორიაზე მოხალისეებმა აღმოაჩინეს.
ვიდეოში ისმის შეძახილები: „ალაჰ აკბარ“ და საუბარი არაბულ ენაზე. გავრცელებული ინფორმაციით, თითმფრინავის მეორე პილოტი სირიის ოპოზიციის ძალებმა ტყვედ აიყვანეს.