აშშ-ში სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა
აშშ-ს ტეხასის შტატში ამერიკული ვერტმფრენის Sikorsky UH-60 Black Hawk-ის კატასტროფის შედეგად ოთხი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. ტელეკომპანია NBC-ის ცნობით, ინციდენტი საწვრთნელი გაფრენის დროს მოხდა. ამ ეტაპზე კატასტროფის მიზეზები უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება. ვერტმფრენი Black Hawk („შავი ქორი“) ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საფრენი აპარატია ამერიკის შეერთებულ შტატებში.