კახა კალაძე: ყოველთვის გვიწევს ბრძოლა გველეშაპების წინააღმდეგ

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქაშუეთის ტაძარში გამართულ სადღესასწაულო ლიტურგიას დაესწრო.
მინისტრმა გიორგობის დღესასწაული ქვეყნის მოსახლეობას მიულოცა და განაცხადა, რომ ეს დღესასწაული მართლმადიდებლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
“ვულოცავ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს დღევანდელ დღეს. წმინდა გიორგის დღესასწაულები ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ძვირფასია, რადგან მისი სულიერი სიმტკიცე და ბრძოლისუნარიანობა ყოველთვის, საუკუნეების განმავლობაში ქართველებისთვის მაგალითი იყო გაჭირვების დროს. წმინდა გიორგი ერთგვარი სიმბოლოცაა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ჩვენ ყოველთვის გვიწევს ბრძოლა გველეშაპების წინააღმდეგ. ამ ბრძოლებში ჩვენი ქვეყანა ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა, გამოდის და მომავალშიც ასე იქნება”, – განაცახდა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები