თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ვინაობა ცნობილია

თურქეთის ქალაქ რიზეში პროსტიტუციის ბრალდებით დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქის ვინაობა ცნობილია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თურქეთიდან პროსტიტუციის ბრალდებით დაკავებულია რამდენიმე პირი, რომელთა შორის ერთ-ერთი ე.წ. მამაშაა. მათი ვინაობა ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნდა: 38 წლის კ.კ. ; 23 წლის ე.მ ; 27 წლის მ.მ ; 21 წლის დ.ს.; 22 წლის ფ.ჯ და 30 წლის ი.კ. დაკავებულებიდან სამი ქართველი უკვე დეპორტირებულია.
როგორც „კვირას“ ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსოლოს კონსულტანტმა გიორგი ყურშიტაშვილმა განუცხადა, საქართველოს მოქალაქეები პროსტიტუციის ბრალდებით 21 ნოემბერს დააკავეს. მისივე თქმით, 22 ნოემბერს დაკავებულები თურქეთიდან საქართველოში დეპორტით გამოუშვეს.
გიორგი ყურშიტაშვილი აცხადებს, რომ დაკავებულებს საკონსულოს თანამშრომლები არ შეხვედრიან, რადგამ მათი დეპორტირება ძალიან მალე განხორციელდა.
ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს კონსული კატეგორიულად გამორიცხავს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს სამი მოქალაქე საჯარო მოხელეა. „მსგავსი ინფორმაცია, რომ დაკავებული ქალბატონები საჯარო მოხელეები არიან, არ დასტურდება, ასეთი ინფორმაცია საკონსულოში არ შემოსულა. ისინი რიზეში ცხოვრობდნენ. მათ სამი თვის მანძილზე თურქული პოლიცია აკვირდებოდა. ისინი დაკავებულები არიან პროსტიტუციის ბრალდებით და მეორე დღესვე მათი დეპორტაცია განხორციელდა“, – განუცხადა „კვირას“ გიორგი ყურშიტაშვილმა.
თურქეთში, საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში დღეს გავრცელდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თურქეთის ქალაქ რიზეში, საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც საჯარო სამსახურების თანამშრომლები არიან. თურქული სააგენტოების ინფორმაციით, ისინი სამართალდამცველებმა სასტუმროებში, ღამის კლუბებსა და სხვა გასართობ ადგილებში რეიდის დროს აიყვანეს.
თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, პროსტიტუციის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე უკვე დეპორტირებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები