დავით ნარმანია სრულიად საქართველოს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს

ქაშუეთის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვას თბილისის მერი დავით ნარმანია ესწრება. დავით ნარმანიამ სრულიად საქართველოს გიორგობის დღესასწაული მიულოცა.
„გიორგობას გილოცავთ. ძალიან წმინდა და მნიშვნელოვანი დღეა. თითოეულ თქვენგანს, სრულიად საქართველოს, მთელ დედაქალაქს ჰფარავდეს წმინდა გიორგის მადლი, მისი ძალა. გამთლიანდეს ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა და სწორედ წმინდა გიორგის, ღვთის წყალობით, დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები