ტოკიოში, ტაძრის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

ტოკიოში ტაძრის კომპლექს იასუკუნის საზოგადოებრივი ტუალეტის სიახლოვეს აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, შენობის კედლები მნიშვნელოვნად დაზიანდა. აფეთქების ადგილზე თვითნაკეთი ბომბის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. პოლიციამ ასევე დენის ბატარეების ნაწილებსაც მიაკვლია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აქ თვითნაკეთი ბომბი აფეთქდა. ტაძრის სიახლოვეს კიდევ ერთი საეჭვო ნივთია ნაპოვნი, რომელიც გამნაღმველებმა გაუვნებელყვეს. პოლიციის აზრით, ეს შესაძლოა, ამ ტაძრის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტი იყოს. საქმე ისაა, რომ იაკუსინის ტაძარში იმპერატორისთვის დაღუპული მეომრების სულებს მოიხსენიებენ. ამასთანავე, ჩინეთსა და კორეაში ეს ტაძარი იაპონიის მილიტარიზმის ცენტრად მიაჩნიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები