რა კავშირი აქვს სუსის მიერ დაკავებულ ბორჩაშვილს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს „ბოევიკებთან“ – კადრები “იუთუბიდან”

სოციალურ ქსელ “იუთუბში” გავრცელებულია ვიდეოკადრები, სადაც ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული, პანკისელი დავით ბორჩაშვილი ჩანს.
ერთ-ერთ ვიდეოში, ბორჩაშვილი, სავარაუდოდ, სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებთან ერთად ყოფნის დროს არის გადაღებული. ვიდეოში ჩანს, რომ ის შეიარაღებულია და აღნიშნულ პირებთან ერთად ავტომობილით გადაადგილდება.
ინტერნეტში გავრცელებულია კიდევ ერთი ვიდეო, სადაც სავარაუდოდ ერთ-ერთი „ბოევიკის“ დაკრძალვის ცერემონიაა ასახული, კადრებში ასევე ფიგურირებს სუსის მიერ დაკავებული დავით ბორჩაშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მოქალაქე დავით ბორჩაშვილი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო გიორგობიანმა დაუდასტურა. ბორჩაშვილი საქართველოს სსკ-ის 328 ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს.
დავით ბორჩაშვილს 10-დან 18 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

https://www.youtube.com/watch?v=eCV9-PQdTxk

https://www.youtube.com/watch?v=1KX9J9TX764

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები